ქალიშვილი მამას
როდესაც ის ქალი გოგონას გიჩენს,
როდესაც ხვდები,რომ შენ მასზე ზრუნავ.
შენ დაპირდები,რომ მას დაიცავ.
და არასოდეს დაიხევ უკან.
ის გაიზრდება, ხან გაგაბრაზებს.
შენ კი,მის თვალში იხილავ სითბოს,
ვერ უჯავრდები პატარა გოგონას,
თუნდაც ყოველთვის მტყუანი იყოს.
როდესაც პირველად გეტყვის :
- მამიკო !
როდესაც პირველად გთხოვს:
- მეთამაშე ! . .
შენ დაიბნევი და გული გიმტყუნებს,
და უნებლიედ, იქნებ იტირებ . . .
როდესაც პირველად უყიდი თოჯინას,
როდესაც მასთან შენ ითამაშებ.
მაშინ მიხვდები, რომ სწორედ ის ხარ,
მამიკო, რომელიც მას ძლიერ უყვარს.
ის გაიზრდება და ბაღში შევა,
იჯდება სულ მარტო, როცა, შენ წახვალ.
მის გულში იტყოდა სევდა:
- ნეტავი, მამიკო აქ იყოს ეხლაც !
ბაღიდან გამოსულს შენ მიაკითხავ,
და შემოგხედავს ბრწყინვალე თვალით.
ხმააღელვებულს ცრემლი ჩამოჰკრავს,
ჩაგეხუტება მღელვარე გულით.
გავა წლები და სკოლაშიც შევა . . .
ვერ ხვდები რამდენი გზა გაგატარა! . .
ეს დროც რომ გავა, ბოლოს მიხვდები,
წუთისოფელმაც რა მალე გასტანა.
როცა გახდება 16 წლის და,
გეტყვის : - მამიკო, მე ბიჭი მოყვარს! . .
მაშინ მიხვდები, რომ შენს გოგონას
გვერდით ვიღაც ჰყავს და ვიღაც იცავს.
ამაზე იფიქრებ, ინერვიულებ . . .
რა იცი, იქნებ და იეჭვიანებ . . .
გგონია ეს ბიჭი შენს გოგოს წაგართმევს,
რაც შენ აშენე, გაგინადგურებს ! .
გავა წლები და მიხვდები, ცდებოდი.
ის გოგო შენია ! მას ვერვინ წაგართმევს.
შენ მისი მამა ხარ, შენ მის გულში ხარ . . .
რა იცი, იქნებ და ქორწილშიც იტირებ . . .
- ანა ლეკვეიშვილი
15.10.15
ჩემს მამიკუნას
მიყვარხარ მა !
სანაქებო ხარ,წმინდა ტაძარო
ერთ დროს ჯაგნარად ქცეულ მთას დღეს,
ხარ სამლოცველო დიდი ტაძარი
რაჟამს გიხილე აღფრთოვალებულს
გულში დამენთო მუზის ხანძარი.
ლურჯ ლაჟვარდისკენ რომ აღმართულხარ
ქვევით გაშლილხარ ძლიერი ფესვით
მე კი მომეცი ნება გეფერო!
ჩემო პატარა,მცირედი ლექსით.
მთად აზიდულ წმინდა გიორგს
ზედ დაჰყურებს სავსე მთვარე
რას იხილავ მასძე ძვირფასს
მოდი,ნახე,გაიხარე!
შენ ხარ ცხონება მარადიული
ერისთვის სულიწმინდის მომცემი
ირგვლივ გარტყია წმინდა ხატები
ჩვენი შემწე და ჩვენთვის მლოცველი
ღვთის წყალობა ხუროთმოძღვართ
ვინც აგზიდა,აგაშენა.
ამ ძვირფასი საქმისათვის
დავლოცოთ მათი მარჯვენა
დღეგრძელობა ტაძრის მოძღვართ
ვინც,რომ წმინდა საკმელს აკმევს
და მიუძღვის ამ დიდებულ
საცხოვნებელ უფლის საქმეს
იშრომე და გაიხარე!
ვინც თუნდ მცირე ნერგი დარგე
სამერმისოდ დაფასდება
შენს მომავალს თუ არ არგე.
ვინც იხილავს შენს მშვენებას
აენთება ლოცვად სული
შენ ბრწყინვალე სამრეკლო გაქვს
ცისკენ კოხტად აზიდული
როდესაც შენი ბაღნარი ვნახე
მაგ ბუჩქ-ყვავილთა ვიქეცი კონად
ვარკეთილსა და შორს ვაზისუბანს
წმინდა გიორგი უნთია ლოცვად
ფარავდეს შენი ძალა,ჩვენს ლამაზ
ღვთისმშობლის წილხვედრ მთასა და მდელოს
შენი წყალობა მრავალჟამიერ!
ღმერთმა მომადლოს ჩემს საქართველოს
მაია ვარდოსანიძე-გოგიშვილი
26.05.2013