სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ

კირიონ II

მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.

იხილეთ ვრცლად:ააკირიონ II

ლეონიდე ოქროპირიძე

"ვცოცხლობ მხოლოდ იმისთვის,რომ შევძინო და  რამე  შევმატო სათაყვანებელ საქართველოს "

არიან ადამიანები, რომლებსაც განგება სწორედ მაშინ მოუვლენს ერს, როცა მათი უცილობელი საჭიროებაა და თუმცა ისინი თვალთათვის დაფარულ მოღვაწეებად რჩებიან, მაინც ღრმა კვალს ტოვებენ ქვეყნის ისტორიაში. ამ რჩეულთა რიცხვს ეკუთვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვლს გორის მაზრის სოფ. ნაქალაქევში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში.

1884 წელს ბიძის, წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. წმ. ილია მართალი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლეონიდეზე წერდა: „ალექსანდრე ეპისკოპოზის უპირველესი ღვაწლი იმაშიც გამოიხატა, რომ მან აღზარდა განძი, რომელსაც ჩვენ შევხარით სასოებითა და იმედით“. პატრიარქ ლეონიდეს ცხოვრება მართლაც ამ იმედის გამართლება იყო, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე ამის შესახებ ერთგან წერს: „ვცხოვრობ მხოლოდ იმისათვის, რომ შევძინო და რამე შევმატო სათაყვანებელ სამშობლოს, ეს იყო და არის ჩემი სუნთქვა, ჩემი განუშორებელი ზრახვა, ჩემი ერთადერთი ლხინი და უაღრესი ბედნიერება.“

იხილეთ ვრცლად:ბბლეონიდე ოქროპირიძე

დავით  VI დევდარიანი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავითი, ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბრაელის ძე, დევდარიანი, 1903 წლის 24 მარტს, შორაპნის მაზრის სოფელ მირონწმინდაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ამავე სოფელში მიიღო. პატრიარქი დავით დევდარიანი1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) მირონწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ და მათ სდევნიდნენ, ხარიტონიც დაპატიმრების შიშით საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სარგვეშის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი გახდა.1929 წლიდან მსახურობდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ, 1932-1945 წლებში – თბილისის ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში, 1945-1947 წლებში – კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაში. შემდეგ უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად.1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიები ჩააბარეს. ეპისკოპოსი დავითი დაუღალავად საქმიანობდა თავის ეპარქიაში. 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. კათოლიკოს-პატრიარქი დავითი (დევდარიანი) 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი გახლდათ.

იხილეთ ვრცლად:დავით VI დევდარიანი

ეფრემ II სიდამონიძე

ღვთისგან რჩეული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვა მოქალაქეთა ცხოვრებისაგან. ზუსტად ღვთისგან რჩეულ ადამიანებს მიეკუთვნებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ეფრემ მეორეუწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში.გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის განხრით. უნივერსიტეტი 1923 წელს დაამთავრა. მას ღვთისმეტყველების დოქტორობაც მიენიჭა პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საბჭოს მიერ.მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვით უნივერსიტეტის ლექტორებს: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, დიმიტრი უზნაძეს, გიგო ნათაძეს, გიორგი ახვლედიანსა და სხვებს.1921 წლის 21 დეკემბერს მან თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსი ხელაიას, რათა აღეკვეცათ ბერად და სამღვდელმონაზვნო ხარისხში აეყვანათ. ასევე, მან განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს და დატოვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსი. ჯერ ყველაფერი წინ ელოდა ახალგაზრდა ეფრემ სიდამონიძეს. შემდგომში მას, როგორც ბერმონაზვნობის მოსურნე ახალგაზრდას, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა.1944 წლიდან იყო ქუთაისის მიტროპოლიტი, 1952 წლიდან – ბათუმჭყონდიდელი მიტროპოლიტი. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი. 11 იანვარს სინოდის დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 19-20 თებერვალს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად დაადგინა მიტროპოლიტი ეფრემი ეფრემ II-ის სახელით. 21 თებერვალს სვეტიცხოველში მოხდა მისი აღსაყდრება.

იხილეთ ვრცლად:ეფრემ II სიდამონიძე

კალისტრატე ცინცაძე (1932–1952წწ)

კალისტრატე ცინცაძერულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი რჩეული მამამთავარია, რომელსაც საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ხანას მოუხდა მღვდელმთავრობა, მაშინ, როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესია სრულიად მიუღებელი იყო. ამ დროს სასულიერო პირობა გმირობის ტოლფასი გახლდათ. ის დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა ოჯახში შეასწავლეს. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი გახლდათ. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემგანსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა:

ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.

ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძროლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს.

იხილეთ ვრცლად:კალისტრატე ცინცაძე (1932–1952წწ)